- ეთნოცენტრიზმი
- • ნეგატიური დამოკიდებულებაა სხვა კულტურისადმი და საკუთარი უპირატესობის მძაფრ გრძნობას ეფუძნება. ხშირად ის საკუთარი კულტურის თავზე მოხვევაში და სხვა კულტურის დაკნინებაში ვლინდება.Source: ბებერაშვილი ზურაბ გზა უფლებებისაკენ : [სახელმძღვ. ზოგადსაგანმ. სკოლის მე-8 კლ.] / ავტ.: ზურაბ ბებერაშვილი, ნინო ბესელია, ნინო მახაშვილი და სხვ. ; [რედ.: მარიამ მიქაშავიძე ; მხატვ.: ბუბა ოჩიაური] - თბ., 2002• ნაციონალისტური ხედვა, როცა იდენტიფიცირება ხდება არა ქვეყნის მოქალაქეობის, არამედ ეთნიკური წარმოშობის მიხედვით (მაგ., რუსი გენერალი ბაგრატიონი ან სერგო ორჯონიკიძე მიიჩნევა ქართველად, ხოლო ის სომეხი, აზერბაიჯანელი ან სხვა ერის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძოდა, მაინც უცხოელად არის მონათლული).Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა: სატრენინგო მასალები/ შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
Georgian encyclopedia. 2013.